"2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო?"
"2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო?"

A+ A-

11:35 14/10/2021

დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს - აცხადებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

როგორც მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების პეტიციას ხელი მოაწეროს.  

"რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ხელს, ეს მათი საქმეა. სუბიექტური პოზიციაა ქვეყნის ინტერესები. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. 2005, 2006, 2007, 2008 წლებში არ გაგიჩნდათ კითხვა, არსებობს თუ არა სამართლიანი სასამართლო? 100-ათასიანი მიტინგები რომ დაარბიეს, ეგ არ გახსოვთ ხომ? მაშინ ხმა არავის ამოუღია, როცა ბიზნესს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა... ახლა გაგიჩნდათ კითხვები? როცა დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება“, - განაცხადა მეუფე იოანემ.