"მიშა იმიტომ ჩასვა, რომ საკუთარ კომფორტს ურღვევს, მათ შორის დანაშაულების ჩადენის კომფორტს"
"მიშა იმიტომ ჩასვა, რომ საკუთარ კომფორტს ურღვევს, მათ შორის დანაშაულების ჩადენის კომფორტს"

A+ A-

13:18 14/10/2021

მე მინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც პრემიერიდან დაწყებული, ყველა პოლიტიკოსით გაგრძელებული გასამართლება ჩვეულებრივი ამბავი იქნება, სადაც ხელშეუხებელი არავინაა, სადაც ისეთ დანაშაულებზე როგორიც იყო ციხე, გირგვლიანი, ია კერზაია, ლაშქარავა და სხვა, საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩება, რადგან სასამართლო ობიექტურად გასცმს პასუხს და ყველა დაისჯება. ჩემი შვილიც რომ იყოს, ისიც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.

"დღეს რაც ხდება ზუსტად საპირისპიროა. მარტივ კითხვებს დავსვამ - თქვენი აზრით პუტინს იმიტომ უხარია სააკაშვილის დაჭერა, რომ ადამიანის უფლებები აწუხებს საქართველოში? ცხადია არა. პუტინისთვის ვარდების რევოლუცია საშიში ბაცილაა და უნდა მოკლას. დანარჩენი, რაც ჩვენ მოსახლეობას 9 წლის პერიოდის ცუდ მხარეებზე აწუხებს პუტინს კიდია. რეფორმების იდეა უნდა დასაჯოს.

თქვენი აზრით ივანიშვილს ადამიანის უფლებების დარღვევა აწუხებს? ან გირგვლიანი? ან მოსმენები? ასე შეიძლება ფიქრობდით, მაგრამ მაშინ თავად რატომ უსმენს და არც მალავს? ია კერზაიას საქმე რატომ კიდია? ლექსო ლაშქარავას ცხედარი რატო გაიტაცეს? ადამიანების ცემა რატომ მოსწონთ თუ ის ადამიანი სხვა აზრზეა? მეგის ქარდავას მოადგილე რატომ დააწინაურეს? ციხეები ვისაც ეხებოდა ის პროკურორი რატო დააწინაურეს? მურუსიძე რატო დააწინაურეს? კიდია ბიძინას ადამიანის უფლებები და ეს ნათლად გვანახა.

აბა რატომ ჩასვა მიშა? იმიტომ რომ საკუთარ კომფორტს ურღვევს, მათ შორის დანაშაულების ჩადენის კომფორტს.

მე რაც არ უნდა კითხვები მქონდეს, მოძალადის მხრიდან მიტაცებულ სახელმწიფოში პრეზიდენტის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია.

ამიტომ დღეს მივდივარ აქციაზე და ამიტომ ვაგრძელებ ბრძოლას მეორე ტურებში ცვლილებებისთვის. ჩემთვის სასურველი ცვლილებები არის კოალიციური მმართველობა, სადაც ზუსტად ვიცი სასამართლოს გავაკეთებთ", - წერს ხოშტარია.

დღეს, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.