"რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში"
"რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში"

A+ A-

13:44 14/10/2021

ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში.

„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა პრემიერმა.