"მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ"
"მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ"

A+ A-

13:51 14/10/2021

იმის მიუხედავად, რომ ეს არაერთგზის განმარტა ჩვენმა პარტიამ, ჩვენი გუნდის წევრებმა, თქვენ მაინც ამ რაღაც უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში, თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"გეტყვით ხუმრობით, რომ თქვენ არ იცით, რომ მე გუშინ უკვე გადავდექი მაგალითად. იცით ეს?“ - განაცხადა პრემიერმა.