"საკუთარ მომავალს რომ ჭედავთ, ამას მაინც თუ ხვდებით? თუ დანაშაული არ "გეძებნებათ"?"
"საკუთარ მომავალს რომ ჭედავთ, ამას მაინც თუ ხვდებით? თუ დანაშაული არ "გეძებნებათ"?"

A+ A-

22:06 11/11/2021

ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"რა საზიზღრობაა. საკუთარ მომავალს რომ ჭედავთ, ამას მაინც თუ ხვდებით? თუ დანაშაული არ "გეძებნებათ"? უნდა ილოცოთ, თქვენზე ოდნავ მაინც უკეთესი ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ საკუთარივე სტანდარტს,  რომელსაც აყალიბებთ, ახლო მომავალში თქვენვე გადაურჩეთ.

ეგრე ეგონა სააკაშვილს, რომ გვართობდა და სიამოვნებას გვანიჭებდა ლოგინიდან წამოყრილ ადამიანებს რომ გვაჩვენებდნენ შუაღამის დაპატიმრებისას და მწარედ შეცდა. ახლა თქვენ გგონიათ, ბედნიერია ვინმე ამ საძაგლობას რომ უყურებს და მწარედ ცდებით. ახლავე იცოდეთ, - არა!", - წერს ფანჯიკიძე