ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, არის მსხვერპლი
ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, არის მსხვერპლი

A+ A-

10:18 22/11/2021

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში დიდი სიჩქარით შევარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტი ქალაქ უოკეშოში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება.

საავადმყოფოებში 11 ზრდასრული და 12 ბავშვი გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს.

საგამოძიებო პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.