ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

A+ A-

10:50 23/11/2021

ოზურგეთში, "ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ.

შემთხვევა გვიან ღამით ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 300 ლარამდე თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.