გლდანის ციხესთან პატიმრის მამამ თვითმკვლელობა სცადა
გლდანის ციხესთან პატიმრის მამამ თვითმკვლელობა სცადა

A+ A-

23:18 24/11/2021

გლდანის ციხესთან ერთ-ერთი პატიმრის მამამ თავის დაწვა სცადა.

მამაკაცმა ბენზინის გადაისხა, თუმცა ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც მან აღნიშნა, მისი შვილი ციხეში უკვე 34 დღეა, შიმშილობს და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, საავადმყოფოში კი არ გადაჰყავთ.

დაკავებულს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და პირიქით, პოლიციელების მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება.