ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება, მკურნალობის პროცესს შეწყვეტს
ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება, მკურნალობის პროცესს შეწყვეტს

A+ A-

15:30 25/11/2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ თუ დეპუტატებს არ შეუშვებენ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას შეწყვეტს.

"ბოლო დღეების განმავლობაში არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა", - განაცხადა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს მონახულების შემდეგ.