"მთავარი არხი" 111 000 ლარით დააჯარიმეს
"მთავარი არხი" 111 000 ლარით დააჯარიმეს

A+ A-

17:33 25/11/2021

კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" 111 000 ლარით დააჯარიმა.

სანქციის მიზეზი გახდა ვიდეორგოლი, რომელშიც "ქართული ოცნების" წევრების გამოსახულებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი იქმნება.

ვიდეორგოლი "მთავარი არხის" ეთერში მოძრაობა "სირცხვილიამ" განათავსა.

კომისიამ ტელეკომპანიას ჯარიმა ვიდეორგოლების - "კლავს" გამოც დააკისრა.