ბასილაშვილი ნადალს დაუპირისპირდება

A+ A-

17:12 16/10/2018

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალის დაუპირისპირდება.

ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში არგენტინელ გვიდო პელას წინააღმდეგ ძალიან დაძაბულ შეხვედრაში მოიგო და 1/8 -ში გავიდა.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება.

ბასილაშვილი და ნადალი მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში – შარშან, როლან გაროსის მესამე წრეში ქართველმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:6, 1:6, 0:6 დამარცხდა.