რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა საარჩევნო ყუთები დააზიანეს
რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა საარჩევნო ყუთები დააზიანეს

A+ A-

20:21 28/11/2018

"2020NEWS"-ის ინფორმაციით, რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა საარჩევნო ყუთიები დააზიანეს. 

"ნაციონალების" მხარდამჭერები შევარდნენ 37-ე უბანზე ყველა მხრიდან ფანჯრებიდან, კარებებიდან და ცდილობდნენ ყუთის დამსხვრევას. დამკვირვებლები ყვიროდნენ გვიშველეთო. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია“, - აცხადებს თვითმხილველი.

მისი თქმით, მთელი დღის მანძილზე მრავლად შეინიშნებოდა დარღვევები საარჩევნო უბნებზე.  "გარდა საარჩევნო უბანზე შევარდნისა, მთელი დღის მანძილზე მრავლად იყო დარღვევები რუსთავში, ამომრჩევლები უბნებზე მიდიოდნენ ორმაგი მარკირებებით, ყალბი პირადობებით, ვადაგასული პირადობებით“.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლებით, 55 % აქვს სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს კი - 45. რაც შეეხება "იმედის" ეგზითპოლებს, სალომე ზურაბიშვილი 58 %-ით ლიდერობს, გრიგოლ ვაშაძეს კი 42 % აქვს.