საქართველოს ნაკრებმა ლატვია 1:0 დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათმაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა “დინამო-არენაზე” ლატვიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ქვეჯგუფში კვლავ პირველ ადგილზეა.
ერთადერთი ბურთი თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქეს პენალტით 77-ე წუთზე გაუტანა.