მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

A+ A-

17:21 16/10/2018

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ისრაელი 85:80 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლები მე-8 წუთზე დაწინაურდნენ. თამაში ქულა ქულაში მიდიოდა. პირველი პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 26:23 მოიგო. ამ 26 ქულიდან 13 თორნიკე შენგელიას ანგარიშზე იყო.

მეოთხე პერიოდში ისრაელი 6 ქულით დაწინაურდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე მოახერხა დაწინაურება. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა ხუთი ქულის სხვაობით გაიმარჯვა.