FIFA-ს ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 3 პოზიციით დაწინაურდა
FIFA-ს ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 3 პოზიციით დაწინაურდა

A+ A-

35

11:10 30/11/2018

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რის თანახმადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 89-ე ადგილზეა.

ცნობისთვის, ოქტომბრის რეიტინგში „ჯვაროსნები“ 92-ე პოზიციას იკავებდნენ. ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი გამართა, ანდორასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ყაზახეთი კი 2:1 დაამარცხა და ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება FIFA-ს რეიტინგის ლიდერებს, პირველ ადგილს ბელგია იკავებს, მეორე საფრანგეთია, მესამე პოზიციაზე ბრაზილისს ეროვნული ნაკრები იმყოფება, მეოთხე ხოვატიაა, ინგლისელები კი რეიტინგში მეხუთე ადგილზე არიან.