ლუის ნავარო - ამ არჩევნებით ქართულმა დემოკრატიამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა
ლუის ნავარო - ამ არჩევნებით ქართულმა დემოკრატიამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა

A+ A-

475

19:40 30/11/2018

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ლუის ნავარო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს.

"2020NEWS"-თან საუბარში ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ ხმების დათვლის პროცესში ეჭვს ვერ შეიტანს, თუმცა მეორე ტურის კამპანიის დროს განვითარებულმა რამდენიმე მოვლენამ, ქართული დემოკრატია დააზარალა.

"იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რაც მე ვნახე, არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ გაჩნდეს ეჭვებ ხმების დათვლასთან დაკავშირებით, მაგრამ სამოქალაქო ომის თაობაზე მთავრობის განცხადებები, ვალების ჩამოწერა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სამოქალაქო საზოგადოებაზე ოფიციალური თავდასხმები აჩვენებს, რომ ამ არჩევნებით ქართულმა დემოკრატიამ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა, 2012 წლის საპარლამენტო და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით", - განაცხადა ლუის ნავარომ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.