ძიუდოს ფედერაციაში ოსაკაში მომხდარ სავარაუდო ინციდენტზე იმსჯელეს
ძიუდოს ფედერაციაში ოსაკაში მომხდარ სავარაუდო ინციდენტზე იმსჯელეს

A+ A-

34

15:04 01/12/2018

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც   იაპონიის ქალაქ ოსაკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელეს.

სხდომის შემდეგ,  ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა, რომ აღმასკომის სხდომაზე, ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო მიწვეული, რომელმაც იაპონიაში მომხდარი ფაქტი არ დაადასტურა. ამიუ მიუხედავად, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც გამოიძიებს თუ რა მოხდა იაპონიაში.

„იაპონიაში, ოსაკას გრანპრიზე მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს აღმასკომის სხდომაზე ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისაუბრა. მას მომხდარი არ დაუდასტურებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შევქმნათ კომისია, რომელიც აღნიშნულ ამბავს გამოიძიებს. გვაქვს სურვილი, რომ კომისიაში იყვნენ ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. მეტი გამჭვირვალობისთვის კომისიის სხდომის გასაშუქებლად აქტიურად უნდა ჩაერთოს მედიაც. ჯერ არ ვიცით, ამას რა დრო დასჭირდება. ეროვნული ნაკრები ჩინეთში გასამართი გრანპრისთვის ემზადება და ძიუდოისტები მომავალ ტურნირში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ“, – განაცხადა  ათაბეგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაუდასტურებელი ცნობებით, იაპონიის ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის ილიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვუილი დაშავდა და ტურნირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.აღსანიშნავია, რომ ოსაკაში გამართულ გრან-პრიზე ეროვნულმა ნაკრებმა აპარეზობა უმედლოდ დაასრულა.