პარიზის პოლიციამ მომიტიგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, დაკავებულია 107 ადამიანი
პარიზის პოლიციამ მომიტიგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, დაკავებულია 107 ადამიანი

A+ A-

45

21:02 01/12/2018

პარიზში მომიტინგეების და სამართალდამცველების შეტაკების შედეგად, პოლიციამ  ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დღე-ღამის განმავლობაში დაკავებულია 107 აქტივისტი.

"ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის აქციაზე მომხდარი არეულობის დროს 10 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამი სამართალდამცველია.

საფრანგეთში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება. აქტივისტები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ. 2018 წელს საფრანგეთში ბენზინის ფასი 15 პროცენტით, ხოლო დიზელის 23 პროცენტით გაიზარდა. საწვავზე ფასების მომატება პირველი იანვრიდანაც იგეგმება.