საფრანგეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
საფრანგეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

A+ A-

29

13:07 02/12/2018

მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო შესაძლოა, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გავლენიანი გამოცემა იუწყება,  ქვეყანაში უკვე მესამე კვირაა, გრძელდება დემონსტრაციები, რომლის ორგანიზატორებიც საწვავზე ფასებისა და გადასახადების ზრდას აპროტესტებენ.

პროტესტანტებმა 1 დეკემბერს დედაქალაქის ცენტრი დაიკავეს. აქციის მონაწილეები შეეცადნენ ბარიკადები მოეწყოთ. ნიღბიანი მომიტინგეები პოლიციელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევდნენ. აქციის დროს დაზიანდა ტრიუმფალური თაღი, რის გამოც ის დროებით დახურეს.