საფრანგეთში პარიზში არეულობის დროს საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა
საფრანგეთში პარიზში არეულობის დროს საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა

A+ A-

32

15:27 02/12/2018

საფრანგეთში პარიზში არეულობის დროს საქართველოს საელჩოს ავტომობილი დაიწვა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საფრანგეთში არეულობა სწორედ იმ  ქუჩაზე დაიწყო, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა მდებარეობს.

შეგახსენებთ, საფრანგეთში მასშტაბური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. აქტივისტები საწვავზე ფასების გაზრდას აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეებმა 1 დეკემბერს დედაქალაქის ცენტრი დაიკავეს და შეეცადნენ ბარიკადები მოეწყოთ. ნიღბიანი მომიტინგეები პოლიციელებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევდნენ. აქციის დროს დაზიანდა ტრიუმფალური თაღი, რის გამოც, ის დროებით დახურეს.

მასშტაბური საპროტესტო აქციების  და არეულობის გამო, საფრანგეთში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.