6 დეკემბერს "ოქროს გლობუსის" ნომინანტები გამოვლინდებიან
6 დეკემბერს "ოქროს გლობუსის" ნომინანტები გამოვლინდებიან

A+ A-

38

12:05 03/12/2018

6 დეკემბერს "ოქროს გლობუსის" ნომინანტები გამოვლინდებიან.  ნომინანტთა სიაში მოხვედრის პრეტენდენტია ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე".

რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი ლოს-ანჯელესის  და ბევერლი-ჰილზის კინოთეატრებში ნოემბრის დასაწყისში აჩვენეს და მას ამერიკის კინოაკადემიის წევრების მხრიდან  დადებითი შეფასებები მოჰყვა.

ტრადიციულად, "ოქროს გლობუსის" 76-ე დაჯილდოების ცერემონიალი 2019 წლის 6 იანვარს  სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართება.