ქუთაისში შესაძლოა, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი დაიდგას
ქუთაისში შესაძლოა, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი დაიდგას

A+ A-

30

13:31 03/12/2018

ქუთაისში შესაძლოა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი დაიდგას.

ინფორმაციას "TOPNEWS" ავრცელებს.

აღნიშნული ინიციატივა მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ბიუსტის დადგმას პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ითხოვს.

ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრის ნუგზარ კოხრეიძის თქმით, საკითხი საბჭოს სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს.

ქალაქის მერიის პრეს-სამსამსახურში აცხადებენ, რომ საკითხს სპეციალისტები განიხილავენ, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს.