"ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა
"ოქროს ბურთის“ მფლობელი  ლუკა მოდრიჩი გახდა

A+ A-

28

09:41 04/12/2018

მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.  ამ პრიზს წლის საუკეთესო ფეხბურთელს პოპულარული ჟურნალი „France Football“ -ი გადასცემს.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი  რაიმონ კოპას სახელობის პრიზი კი საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ კილიან მბაპეს ერგო. საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ლიონის „ოლიმპიკის“ ფეხბურთელი, ნორვეგიელი ადა ჰეგერბერგი გახდა.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს FIFA-მ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელა. 30 აგვისტოს კი წლის საუკეთესო ფეხბურთელად მოდრიჩი UEFA-მაც დაასახელა.