საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 50 მილიონით იზრდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 50 მილიონით იზრდება

A+ A-

13:16 04/12/2018

მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 50 მილიონი ლარით იზრდება.

2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული პროგრამისთვის 754.0 მლნ ლარია გათვალისწინებული.

2018 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 704 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

3 დეკემბერის მონაცემებით, უკვე დახარჯულია 687 მლნ ლარი.