ემანუელ მაკრონის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე 23%-მდე დაეცა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე - 23%-მდე დაეცა. აღნიშნულს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციის Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ათიდან რვა გამოკითხული ფრანგი არ მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის ქმედებებს.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ედუარ ფილიპის რეიტინგი 26%-ს შეადგენს. წინა გამოკითხვასთან შედარებით მისი რეიტინგი ათი პუნქტით დაეცა.
აღნიშნული გამოკითხვა 29-30 ნოემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1004 ადამიანმა მიიღო.