718 895 ათასი ლარი - თანხა, რომელიც თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარეობის დროს მიიღო
718 895 ათასი ლარი - თანხა, რომელიც თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარეობის დროს მიიღო

A+ A-

484

16:06 04/12/2018

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ეწურება.

თამარ ჟვანია, თანამდებობის პირთაგან ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პირია.

თამარ ჟვანიას შემოსავალი ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე წლების მიხედვით ასეთი იყო:  2018 წელი - 149174,2 ლარი, 2017 წელს - 143 674 ლარი;  2016 წელს - 197 307 ლარი.  2015 წელს -  154 484.55 ლარი, ხოლო 2014 წელს - 74 256.00 ლარი. ცესკოს თავმჯდომარეობის დროს, ჯამში, თამარ ჟვანიამ 718 895 ათასი ლარი აიღო.

2018 წლის 27 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისმა  წლიურმა შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე - 149 174,2 ლარი შეადგინა.  რაც შეეხება მის ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჟვანია ფლობს 116.10 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. დეკლარაციით ირკვევა, რომ მას  სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე აქვს  32,71 დოლარი, 466,05 ევრო, 13 661,16 ლარი და 5 000 დოლარი.

თამარ ჟვანიას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დუშეთში და იმავე ტერიტორიაზე 600 კვ. მეტრი ფართობის  მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი - Lexus GX. დეკლარაციის შევსების მომენტში ჟვანიას მეუღლეს საბანკო ანგარიშზე - 143,15 ლარი ჰქონდა.

მიხეილ ყაველაშვილის წლიურმა შემოსავალმა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED-ში - 16 260,75 ლარი შეადგინა. რაც შეეხება შვილებს, დეკლარაციის თანახმად, ჟვანიას ვაჟი ფლობს მსუბუქ ავტომობილს Mercedes E 350-ს.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობაზე დანიშვნისას, თამარ ჟვანიას დეკლარაციის მიხედვით 8 500 აშშ დოლარი ჰქონდა. ამავე დეკლარაციაში არ არის მითითებული თუ რამდენი იყო თამარ ჟვანიას ანაზღაურება 2013 წელს.

ამავე დეკლარაციით ირკვევა, რომ ახლადდანიშნულ ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავდა 1998 წელს გამოშვებული მანქანა "მიცუბიში პაჯერო“, მის მეუღლეს კი 2003 წლიანი "მერსედესი“. 2013 წლის დეკლარაციის მიხედვით, ჟვანიას  საკუთრება იყო ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში (ფართობი – 116 კვ.მ.)