იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურიგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება კანონიერი იყო
იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურიგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება კანონიერი იყო

A+ A-

177

18:47 04/12/2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 4 დეკემბრის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა,  პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების - " მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულების საკითხი.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით,  კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2018 წლის ივნისსა და ოქტომბერში კომიტეტის წინაშე წარდგენილი არგუმენტები.

"კერძოდ, წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო. ამით ეს საქმე განსხვავდება ევროპული სასამართლოს მიერ მე-18 მუხლთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებებისაგან. გარდა ზემოაღნიშნულისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლის სამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ მომჩივნის პატიმრობა მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანას არ ისახავდა მიზნად. ეს გარემოებაც სათანადოდ იქნა აღნიშნული დღეს გამართულ სხდომაზე”, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.