ტერეზა მეი დამარცხდა
ტერეზა მეი დამარცხდა

A+ A-

43

12:13 05/12/2018

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს "ბრექსითის" პროცედურის განხილვა, ხელისუფლებამ კი  გენერალური პროკურორის დასკვნა საკანონმდებლო ორგანოში დამალა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა  "The Guardian" ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ხელისუფლების ამ ჟესტს თემთა პალატაში დიდი გაღიზიანება მოჰყვა.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ხელისუფლების მხრიდან ეს ქმედება უპატივცემულობად მიიჩნიეს. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩატარდა კენჭიყრის პროცედურა და გადაწყდა, რომ გენერალური პროკურორის დასკვნა სრულად გასაჯაროვდეს.

შეგახსენებთ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმებას 25 ნოემბერს ბრიუსელში გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს. 4 დეკემბერს კი გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 585-გვერდიანი დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით ხუთდღიანი დებატები დაიწყო.

ბრექსიტის შესახებ კენჭისყრა თემთა პალატაში 11 დეკემბერს შედგება.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.