ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება?
ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება?

A+ A-

326

14:55 05/12/2018

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ნათელა მაჭავარიანი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ "2020NEWS“-ს თავად ნათელა მაჭავარიანმა განუცხადა.

"არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი. მეც პირველად ტელევიზიით შევიტყვე და გავოცდი, რადგან მსგავსი არაფერია. ამ დღეებში გავარკვევ, სალომესთან ვრეკავ და არ მპასუხობს, ეტყობა დაკავებულია“, - განუცხადა ნათელა მაჭავარიანმა "2020NEWS“-ს.

ცნობილია, რომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ნათელა მაჭავარიანს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. კითხვაზე, თუ შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა ეს თანამდებობა, ნათელა მაჭავარიანმა ასეთი პასუხი გაგვცა:

"წინასწარ როგორ გითხრათ, იქნებ არ შემომთავაზონ და ეს ჭორია. ეს, რომ სიმართლე ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ ამას ვერ გავიგებდი? - თუ რამეა სალომეც მეტყოდა. სალომესთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, რომ არ დამირეკოს. მასთან მეგობრობა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენოს. ჯერ გავარკვევ, მართალია თუ არა და ამის შემდეგ გადავწყვეტ, დავთანხმდები თუ არა“, - განაცხადა ნათელა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ამჟამად ჟურნალისტი ზვიად ქორიძეა.