მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა
მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა

A+ A-

29

15:08 05/12/2018

2018 წლის 5 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში სამი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 64 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.130 პროცენტით, მაქსიმალური - 7.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.160 პროცენტით განისაზღვრა.