შალვა ნათელაშვილი - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საზოგადოება მალე იმპიჩმენტს მოუწყობს
შალვა ნათელაშვილი - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს საზოგადოება მალე იმპიჩმენტს მოუწყობს

A+ A-

60

15:28 05/12/2018

‘’ლეიბორისტული პარტიის’’ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილმა წააგო საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური და მის რეჟიმს საზოგადოება მალე იმპიჩმენტს მოუწყობს.

ნათელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გემოვნებით არჩევს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტარებს და მათ ყოველთვიურად გარკვეული სახის ფულად ანაზღაურებას უხდის.

"კანონებს იღებენ, მომავალს და დღევანდელობას საზღვრავენ ადამიანები, ვისაც არავინ იცნობს, გარდა ერთი ბინძური ბანკირი ყაჩაღი ოლიგარქისა, რომელიც არჩევს სადეპუტატო და სამინისტრო კადრებს საკუთარი იაფფსასიანი, ყაჩაღური გემოვნებით.

მერე ამ ხალხს აყენებს უხერხულობაში, ამ ადამიანებს აიძულებს იყვნენ მისი ადვოკატები, გადაეფარონ ამბრეზურასავით. ამისათვის ყოველთვიურად დეპუტაციას უგზავნის  10 000 დოლარს - ეს იცით  ალბათ, უძრავი წილია მათი.  უფრო მაღალი თანამდებობის პირებს კი - 15 000  დოლარი აქვთ ‘’სტავკა’’, ესენია: კომიტეტის თავმჯდომარეები, ფრაქციის ლიდერები, სპიკერატი.

ეს არის ტოტალური და გლობალური კორუფციის სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეზღუდულ "უპასუხისმგებლო" საზოგადოებას, ჩვენ სახელმწიფო უნდა გამოვიხსნათ ამ ადამიანის "ტყვეობისგან", რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, აღნიშნული საარჩევნო ბატალიებით და სადაც ბიძინა ივანიშვილმა  პირწმინდად წააგო პირველი ტურიც და მეორე ტურიც. ხალხმა იმპიჩმენტი მოუწყო ივანიშვილის რეჟიმს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებამ ოპოზიციურ სპექტრში ახალი მოთხოვნა გააჩინა. ოპოზიცია აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებისკენ მოუწოდებს.