სლოვაკეთიდან რუსი დიპლომატი გამოაძევეს
სლოვაკეთიდან  რუსი დიპლომატი  გამოაძევეს

A+ A-

33

15:42 05/12/2018

ბრატისლავადან რუსი დიპლომატი გამოაძევეს. ამის შესახებ  ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს. რუსი დიპლომატი დაზვერვაში მუშაობდა.

ბრატისლავაში ირწმუნებიან, რომ რუსი დიპლომატი  ფლობდა  საიდუმლო მასალებს, როგორც სლოვაკეთზე, ისე ნატოზე.

მოსკოვში ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებიათ რუსი დიპლომატის გამოძევებასთან დაკავშირებით.