ცოტნე გამსახურდია - თქვე ძაღლიშვილებო, მამა მომიკლეს, სახლ-კარი გამიძარცვეს და გადამიწვეს და კაციშვილს ამაზე პასუხი არ უგია!
ცოტნე გამსახურდია - თქვე ძაღლიშვილებო, მამა მომიკლეს, სახლ-კარი გამიძარცვეს და გადამიწვეს და კაციშვილს ამაზე პასუხი არ უგია!

A+ A-

1843

17:30 05/12/2018

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა რურუას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.  გამსახურდიას თქმით, ამ ქვეყანაში რურუასნაირ გარეწრებს ხელისუფლებამ პასუხი არ აგებინა.

"თქვენს ყველას დედას შე@@@@, ვინც წერთ - რურუამ რა დააშავა, არავის გაუსამართლებიაო!

თქვე ძაღლიშვილებო, მამა მომიკლეს, რომელმაც ეს ქვეყანა შექმნა, სახლ-კარი გამიძარცვეს და გადამიწვეს, აგერ ვარ ცოცხალი მაგალითი და კაციშვილს ამაზე პასუხი არ უგია! აგერ, ერთ თვეში გადის ხანდაზმულობის ვადა, 25 წელი და გიორგაძის სპეცრაზმის, "ალფას" უფროსი, ვინც ამაში მონაწილეობდა, მხოლოდ ახლა, მორიდებით და მეგობრულად დაკითხა ივანიშვილის პროკურატურამ!

ესე იგი, რადგან ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, რადგან ამნაირ გარეწრებს პასუხი ხელისუფლებამ არ აგებინა, ჩემი ბრალია?! და ეს სამართალი აქ სწორედ იმიტომ არ არსებობს, რომ ასეთი უზნეო, ვიგოდნიკი, მატყუარა და თითლიბაზი უმრავლესობა ცხოვრობს აქ, რომელიც ყველა ბოთლს მოერგება, თუ დასჭირდება, და მისთვის სიმართლე, ზოგადად - სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია“, - წერს გამსახურდია.