ირაკლი ოქრუაშვილი - მადლობა ბატონო ბიძინა, რომ ეს მილიარდერი კაცი, ასი გრამი კონიაკის ტოლფასი გახდით ჩემთვის
ირაკლი ოქრუაშვილი - მადლობა ბატონო ბიძინა, რომ ეს მილიარდერი კაცი, ასი გრამი კონიაკის ტოლფასი გახდით ჩემთვის

A+ A-

907

17:39 05/12/2018

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 28 ნოემბერს, არჩევნების დღეს იხსენებს. მისი თქმით, არჩევნების წინა დღეს მეგობრებთან ერთად ბევრი დალია და პახმელიაზე გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილი დაეხმარა. 

"რაც არ უნდა იყოს, მაინც მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წელი გვატყუა, მათ შორის, ექვსჯერ მაინც პირადად მომატყუა, მაინც მადლობა უნდა ვუთხრა მას. რისთვის? - ახლავე აგიხსნით.

არჩევნების წინა დღეს, მეგობრებთან ერთად ცოტა მეტი მომივიდა. დილას ისეთ "პახმელიაზე" ვიყავი, სარკეში რომ ჩავიხედე შემეშინდა, ხელი არ ამიკანკალდეს და სხვა რამე არ შემოვხაზო-მეთქი. შუათანა შვილს ვთხოვე, მამა, მოდი არჩევნებზე წავიდეთ, ჩემს მაგივრად შენ შემოხაზე, რა იცი ხელი არ გამექცეს და ცვლილების მაგივრად ჭაობს არ მივცე ხმა-თქო. არ დაუზარია, წამომყვა და ჩემს მაგივრად გააკეთა არჩევანი.

ტელეფონი მძღოლთან მქონდა დატოვებული. ისიც ჩემნაირი იუმორის პატრონია. ხოდა, იფიქრა გავემასხრებიო. მანქანაში რომ ჩავჯექით, ტელეფონს მაწვდის, ბიძინა გირეკავთო. მე ვიფიქრე გორელი ბიძინაა თომაშვილი -მეთქი და ვუპასუხე.

აი, მანდ მოხდა რაც მოხდა. გამარჯობათ, მე ვარ ბიძინა ივანიშვილიო, რომ დაიწყო, ჯერ მანქანის სარკეში ჩავიხედე "ბელაია გარიაჩკა" ხომ არ დამეწყო-თქო. მერე ბავშვს შევხედე. მოკლედ, მომენტალურად გამოვედი პახმელიაზე ალკოჰოლური ჩარევის გარეშე.

მადლობა ბატონო ბიძინა, რომ არჩევნების დღეს, ეს მილიარდერი კაცი, ასი გრამი კონიაკის ტოლფასი გახდით ჩემთვის“, - წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.