თელავში, სადაც არჩევნები წავაგე, მინდა ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ - სალომე ზურაბიშვილი
თელავში, სადაც არჩევნები წავაგე, მინდა ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ  -  სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

473

18:28 05/12/2018

თელავმა არ მომცა ხმა. ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, განაცხადა ახლადარჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის ადგილად თელავის არჩევის თემის კომენტირებისას.

"ჩემთვის მხოლოდ ერთი ქალაქი განიხილებოდა. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება თელავია, რადგან მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია ამ თემაზე იყო, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს. რეგიონების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება. ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე თელავი არის, რომ თელავმა არ მომცა ხმა. ეს არის ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა, ამით ვაჩვენო, რომ ყველას პრეზიდენტი ვარ, თუნდაც იმ ადამიანების, რომლებმაც ხმა არ მომცეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს კახეთის დედაქალაქში გაიმართება.