მამის დაკრძალვაზე ჯორჯ ბუშმა ცრემლები ვერ შეიკავა
მამის დაკრძალვაზე ჯორჯ ბუშმა ცრემლები ვერ შეიკავა

A+ A-

55

10:36 06/12/2018

უმცროსმა ჯორჯ ბუშმა მამის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვა წარმოთქვა. კეთილშობილი კაცი, საუკეთესო მამა,- ასე დაახასიათა შვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი.

"ისტორიის სახელმძღვანელოებში ჩაიწერება, რომ უფროსი ჯორჯ ბუში დიდებული პრეზიდენტი, განუმეორებელი ოსტატობის დიპლომატი, უმრავი მიღწევის მქონე მთავარსარდალი და ჯენტლმენი იყო, რომელიც სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურა. დღეს თვალცრემლიანს მაინც მეღიმება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მამა ჩემ დას, რობინს ეხუტება და დედაჩემის, ბარბარას, ხელი უჭირავს”, - განაცხადა უმცროსმა ბუშმა.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელი ცერემონია წმინდა მარტინის სახელობის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტს ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მანქანათმშენებლობის უნივერსიტეტთან არსებული საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ტერიტორიაზე, მეუღლის, ბარბარა ბუშის გვერდით დაკრძალეს.

ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით ჯორჯ ბუშ უფროსი სამხედრო თვითმფინავებით მოქარგული წინდებით დაკრძალეს, რადგან შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი წინდების კოლექციონერი იყო.  აღსანიშნავია რომ ჯორჯ ბუში უფროსი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზდა სამხედრო მფრინავი იყო.
ცნობისათვის აშშ-ის რიგით 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯორჯ ბუში უფროსი 1989-1993 წლებში იყო აშშ-ის პრეზიდენტი. ის ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა და რამდენჯერმე საავადმყოფოშიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ამა წლის აპრილს მისი მეუღლე აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. მისი უფროსი ვაჟი ჯორჯ ბუში უმცროსი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი იყო, ხოლო მისი კიდევ ერთი შვილი ჯებ ბუში წლების განმავლობაში ფლორიდას შტატის გუბერნატორი იყო.