„რეაგირებას ველოდებით არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებაზე“
„რეაგირებას ველოდებით არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებაზე“

A+ A-

37

10:41 06/12/2018

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი  არჩევნების მეორე ტურში აღმოჩენილ ხარვეზებზე  საუბრობს. მისი თქმით, საერთშორისო თანამეგობრობა ელოდება, შესაბამისს რეაგირებას დარღვევებზე, მათ შორის იმ ფაქტების შესახებ, რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებული.

„ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების ელჩებთან გამართული განხილვის შემდეგ, ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ თუ რა ხარვეზები დავინახეთ საპრეზიდენტო არჩვენების ორივე ტურში. ჩვენ ველოდებით რომ მოხდება შესაბამის რეაგირება.

რეაგირებას ველოდებით ასევე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებაზეც. ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს ამ გარემოებებს. რეგულარული განხილვები გვექნება ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარლამენტთან, რადგან ორივეს აქვს საკუთარი როლი ამ პრობლემების გადაწყვეტის კუთხით“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლის ხმების 59,52 პროცენტი მიიღო. მისი ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.