პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავეს
პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დააკავეს

A+ A-

337

10:42 06/12/2018

გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური და 1994 წელს დაბადებული გ.რ. დააკავა. გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნულის დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი ორი პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური წარსულშიც რამდენჯერმე იყო დაკავებული.