ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით საფრანგეთში საწვავზე ფასების ზრდა გააუქმა
ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით საფრანგეთში  საწვავზე ფასების ზრდა გააუქმა

A+ A-

25

11:00 06/12/2018

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, 2019 წელს საწვავზე გადასახადების ზრდა საერთოდ გააუქმოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის მთავრობა საწვავზე გადასახადის გაზრდაზე ექვსთვიანი მორატორიუმის დაწესებას აპირებდა.

აქამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა გააჟღერა, საუბარი იყო საწვავზე გადასახადების ზრდის 6 თვით შეჩერებაზე.

„პრეზიდენტი მიხვდა, რომ საწვავის გადასახადების ზრდაზე მორატორიუმის დაწესება ხალხმა, როგორც ნახევარზომა აღიქვა და მიიჩნია, რომ ამ საკითხში საჭიროა სრული მოცულობით ზომების მიღება“, - განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისათვის, საწვავის ფასების ზრდამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. გასულ შაბათს საფრანგეთს პროტესტის მესამე ტალღამ გადაუარა, რომლის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს. ყველაზე მასშტაბური ხასიათი პროტესტმა საფრანგეთის დედაქალაქში მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღი და ნაპოლეონის ქანდაკებაც კი სერიოზულად  დააზიანეს. დაკავებულია ასობით ადამიანი, ასზე მეტი კი დაშავდა. ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც გეგმავდა.