ქედაში ხანძრის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაშავდა
ქედაში ხანძრის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა დაშავდა

A+ A-

25

11:02 06/12/2018

აჭარაში, ქედაში ხანძრის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

ცეცხლი სოფელ გობრონეთში ბოლქვაძეების საცხოვრებელ სახლს გუშინ საღამოს გაუჩნდა, მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს.

დაშავებული ახალგაზრდა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მეხანძრე-მაშველების განცხადებით, დაიწვა სახლის სამი ოთახი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.