გიორგი ლომია - რატომ ატარებს ზურაბიშვილი ინაუგურაციას თელავში? არც მეფის შთამომავალია და არც ლეგიტიმური პრეზიდენტი
გიორგი ლომია - რატომ ატარებს ზურაბიშვილი ინაუგურაციას თელავში? არც მეფის შთამომავალია და არც ლეგიტიმური პრეზიდენტი

A+ A-

39

12:59 06/12/2018

საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ხალხისგან სრული ლეგიტიმაცია  არ აქვს.

დეპუტატის თქმით, ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მივა. ამავდროულად, არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას "პატრიოტთა ალიანსის" რომელიმე ლიდერი.

"ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ "პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი“, - განაცხადა ლომიამ.

გიორგი ლომიას თქმით, ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა
გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში.

"არ ვთლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოიცხადა ჩვენმა მოსახლეობამ,“- განაცხადა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში "პატრიოტთა ალიანსი“ მხარს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერდა. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ფართომასშტაბიანი აქციაც კი გამართეს.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 59,52 პროცენტი მიიღო. მისი ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.