გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებენ, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს
გორში, სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებენ, ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს

A+ A-

646

13:34 06/12/2018

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში ძვლის ფრაგმენტები ამოიღეს.

ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები ამოღებულ ფრაგმენტებს სპეციალურ ყუთში ათავსებენ. შესაბამისად, ამოღებულ ფრაგმენტებს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ცნობისთვის, გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.