გიგა ბოკერიას ცოლი ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს - მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა
გიგა ბოკერიას ცოლი ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს - მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა

A+ A-

3110

13:41 06/12/2018

"ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსის კომენტირებისას ამბობს, რომ ოქრუაშვილი ქალთმოძულესთან ერთად გონებაჩლუნგის არის.

"ეს მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა, თუ უშვებს რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ სააკაშვილს აიძულებდა შეცდომების დაშვებას.

თავად ამ მხდალ ტიპს იმდენჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი კამერების წინ, მისი სიტყვები უმნიშვნელოა, მაგრამ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ არცერთ დისკუსიაში, არასოდეს, სააკაშვილის გუნდის არცერთი წევრითვის ამირიდებია პოლიტიკური პასუხისმგებლობა "სისხლიანი 9 წლის" შეცდომებზე და სიკეთეებზე.

P.S. ფოტო კარგად შეურჩევია - ეს არჩევანი ბევრს ამბობს თავად ოქრუაშვილზე“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა  თამარ ჩერგოლეიშვილი "ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო  გააკრიტიკა.

"ეს ქალბატონი, გიგა ბოკერიას ცოლი, სამი დღის წინ "ტვ პირველზე" ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე რაც მოხდა, ერთი კაცის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების ბრალი იყოო. იმ ერთ კაცში მიშას გულისხმობდა.
ღმერთო, ხანდახან რა უკუღმა მოაწყობ ხოლმე რაღაცეებს. ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოს მჭერმეტყველი?

გეგონება, მაგის ქმარი არ იყო გირგვლიანის საქმეზე ამბრაზურასავით ყველაზე მეტად გადაფარებული მერაბიშვილზე და ახალაიაზე. ლესელიძეზე რესტორანში "ვილკებს" რომ იყრიდა ჩემთან კამათით ვანო და დათა არაფერ შუაში არიანო“,  - წერს  ოქრუაშვილი ფეისბუქზე.