ქუთაისის პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება
ქუთაისის პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება

A+ A-

34

13:52 06/12/2018

ქუთაისის პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი განთავსდება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

"პარლამენტის შენობაში იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შევთავაზებთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, რითაც გარკვეულწილად ადგილობრივების დასაქმებას შევუწყობთ ხელს.

სხვადასხვა საპოლიციო სერვისები იქნება გაერთიანებული, როგორც მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობისთვის და ანალოგიური იქნება დასავლეთ საქართველოშიც“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2019 წლიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი იქნება თბილისი.

შესაბამისად, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქის სტატუსს დაკარგავს.