ჩემი ინაუგურაცია წარმოდგენილი იქნება სადა სცენარით - სალომე ზურაბიშვილი
ჩემი ინაუგურაცია წარმოდგენილი იქნება სადა სცენარით - სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

26

14:38 06/12/2018

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის სცენარზე ისაუბრა და  განაცხადა, რომ მომხრეა სადა სცენარის, რადგან უფრო ევროპულ ფორმად მიიჩნევს.  მისივე თქმით, ღონისძიების სცენარზე მუშაობა დღეიდან იწყება.

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ, არავისზე არ არის გაბუტული და ინაუგურაციის თელავში ჩატარება არის გზავნილი იმ საზოგადოებისთვის, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს და თავი შეიკავეს.

"დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა. დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ სცენარების რა ვარიანტები არსებობს. რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი. მოწვეულ სტუმრებს რაც შეეხება, საგარეოს პროტოკოლი აგზავნის ყველა იმ ქვეყნების პირველ პირთან მოწვევას, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან და რომლებიც არიან აკრედიტირებული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა შესატყვისი იქნება იმ ფაქტის, რომ საქართველომ აირჩია პირველად ქალი პრეზიდენტი. თელავი არის ის ადგილი, სადაც ნაკლებმა ამომრჩევლებმა მომცეს ხმა. ჩემი ეს გადაწყვეტილება სიმბოლური დასტურია იმისა, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლებთან, რომლებმაც არ მო მცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც არ მომცა ხმა ან თავი შეიკავა. საჭიროა დავიწყოთ ყველაფერი ახალი ფურცლიდან,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორეს სახლ-მუზეუმში გაიმართება.