ალეკო ელისაშვილი ხვალ "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაციას გამართავს
ალეკო ელისაშვილი ხვალ "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაციას გამართავს

A+ A-

272

14:45 06/12/2018

დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ალექსანდრე  ელისაშვილი ხვალ, ახალ სამოქალაქო მოძრაობას დააფუძნებს.

"საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ - ასეთი იქნება ახალი მოძრაობის სახელწოდება. პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

ამ დროსთვის უცნობია, ახალ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობაში“ ვინ იქნება გაერთიანებული.

როგორც ალეკო ელისაშვილმა "2020NEWS“-ს განუცხადა, გუნდში ცნობადი სახეები ნაკლებად იქნებიან. მისივე განცხადებით, მოძრაობაში მაღალი კომპენტენციისა  და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან გაერთიანებული.

ალეკო ელისაშვილი  “საქართველოს სამოქალო მოძრაობის“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნასაც არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმების გაჟღერებისგან თავს იკავებს. სავარაუდოა, რომ მერობის ყოფილი კანდიდატი  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11:00 საათზე გაიმართება.