მარგველაშვილის სიძეს ბრალს ხვალ წაუყენებენ
მარგველაშვილის სიძეს ბრალს ხვალ წაუყენებენ

A+ A-

51

15:31 06/12/2018

მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ოფიციალურად ბრალს ხვალ წაუეყენებენ. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. კერძოდ კი საქმეს, რომელშიც მისი მეგობარი გიორგი რაზმაძე მონაწილეობდა და რომელსაც ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება გამოძიება.

როგორც ირკვევა, ინციდენტი მიმდინარე წლის მაისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როცა გოგოჭურის მეგობარმა გიორგი რაზმაძემ, 35 წლის შალვა რობაქიძე დაჭრა.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გიორგი რაზმაძე დააკავა.
გამოძიება გოგოჭურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.