ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

A+ A-

73

16:05 06/12/2018

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი დეპუტატი ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.  

ნიკა რურუა უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა და ახლობლებმა გააცილეს.

რურუას პანაშვიდზე იმყოფებოდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ყველა მათგანი აღნიშნავდა, რომ ქართველებმა ნიჭიერი და უზომოდ განათლებული პოლიტიკოსი დაკარგეს.

პანაშვიდზე იმყოფებოდა პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო, რომელმაც ოჯახის ახლობლებს პატრიარქტის სამძიმრის წერილი გადასცა.

ნიკა რურუა გულის შეტევით 4 დეკემბერს გარდაიცვალა.

პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი 50  წლის იყო.