თურქეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
თურქეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

A+ A-

40

17:11 06/12/2018

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

„მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიოთანამდებობაზე არჩევას. მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორისარსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროშიკიდევ უფრო განსავითარებლად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს-კეთილდღეობა და აღმავლობა“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.