გორში, კულტურისა და დასვენების პარკში დღეს აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტები ცხოველის აღმოჩნდა
გორში, კულტურისა და დასვენების პარკში დღეს აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტები ცხოველის აღმოჩნდა

A+ A-

31

17:26 06/12/2018

გორში, კულტურისა და დასვენების პარკში დღეს აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტები ცხოველის აღმოჩნდა.

სამართალდამცავებმა საგამოძიებო პროცესში არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ჩართეს, რომელმაც დაადგინა, რომ აღმოჩენილი  ძვლის ფრაგმენტი ადამიანის არ არის. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ბრალდებულ ი. ნ.-ს მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

შეგახსენებთ, ი.ნ. გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.